დღეს, 14 აგვისტოს, 14:00 საათზე, ქალაქ ქუთაისში, ე.წ. "ნიკეას ნაგავსაყრელის" შესასვლელთან გაიმართება "ქართული ოცნების" გარემოს დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელის, ლაშა ჩხარტიშვილისა და ამავე პოლიტიკური გაერთიანების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გუბაზ სანიკიძის ბრიფინგი.
ბრიფინგის თემაა ხელისუფლების პასუხისმგებლობა ე.წ. ნიკეას ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობის გავლენით ქუთაისის მიმდებარე რაიონებში შექმნილი უმძიმესი ეკოლოგიური ვითარების გამო, ასევე, "ქართული ოცნების" მოთხოვნები და პროგრამა ნარჩენების მართვის საკითხთან მიმართებაში..
ბრიფინგი იმართება "ქართული ოცნების" გარემოს დაცვის ჯგუფის რეგიონალური
გასვლების სერიის ფარგლებში.