ხელვაჩაურში, ზედა ჯოჭოში, კერძოდ რესტორან "ღელე-ღურდანის" მიმდებარე ტერიტორიაზე ტყე-კაფისთვის გზის გაყვანის ფაქტს ოპოზიცია აპროტესტებს.
"კონსერვატიული პარტიამ" აღნიშნული ფაქტი საუკუნოვანი ნარგავების და ტყის განადგურების მცდელობად შეაფასა და მომხდარში აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო დაადანაშაულა.
ოპოზიციონერების პასუხად, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში განმარტავენ, რომ ტყეში გზის გაყვანა გასული წლის ნოემბერში, ადგილობრივი სატყეო მეურნეობის მიმართვის საფუძველზე დაიწყო, რომლის მიზანს იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის ტყიდან შეშის გამოტანის პროცედურის გამარტივება წარმოადგენდა, თუმცა შეთავაზებაზე ადგილობრივებმა უარი განაცხადეს და მისი შეჩერება მოითხოვეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით 2009 წლის 15 ნოემბერს გარემოს დაცვის სამმართველოში ზედა ჯოჭოში მცოვრები 455 ადამიანის მიერ ხელმოწერილი წერილი შევიდა, ამის შემდეგ გარემოს დამცველებმა მუშაობა შეაჩერეს და ტექნიკა უკანვე გამოიყვანეს.