ფინანსთა უკვე ყოფილ მინისტრს, დიმიტრი გვინდაძეს, ახალ თანამდებობაზე ორ დღეში წარადგენენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა განაცხადა, ის თბილისში ორ დღეში დაბრუნდება, სწორედ მაშინ გააკეთებს პრეზენტაციას და ახალ თანამდებობაზე წარადგენს დიმიტრი გვინდაძეს.
"ორ დღეში დავბრუნდები თბილისში. გვინდაძეს, რომელმაც ძალიან ბევრი საქმე გააკეთა ფინანსთა სამინისტროში, როგორც შემოსავლების, ისე საქართველოს რეიტინგების ზრდის, საქართველოში სტაბილური ფინანსური სისტემების ჩამოყალიბებაში, ჩვენ ახალ, ძალიან საინტერესო თანამდებობას ვუმზადებთ. ამის პრეზენტაციას მე გავაკეთებ თბილისში ორი დღის შემდეგ", _ აღნიშნა მერაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მთავრობაში მორიგი ცვლილებები განხორციელდა: ფინანსთა მინისტრად ალექსანდრე ხეთაგური დაინიშნა, ენერგეტიკის მინისტრად კი - ვახტანგ ბალავაძე.