ანტიკორუფციული სტრატეგიის მხარდასაჭერად ევროპის საბჭომ საქართველოში კორუფციის აღქმის შესახებ გამოკითხვა ჩაატარა. მთლიანობაში გამოიკითხა ათასი რესპოდენტი მთელი საქართველოს მასშტაბით და 800 სახელმწიფო მოხელე.
10 გამოკითხულ რესპოდენტიდან დაახლოებით 7-მა განაცხადა რომ აღარ არსებობს შემთხვევა, როცა საჯარო მოხელე იღებს ქრთამს. თუმცა ისინი ვინც ამტკიცებენ, რომ საჯარო მოხელეები ქრთამს ისევ იღებენ გამოკითხულთა 10 პროცენტს შეადგენენ.
რესპოდენტთა დიდი უმრავლესობა ამტკიცებს, რომ საჯარო მოხელეებისათვის არაკანონიერი გადასახადები და შეღავათები ჩვეული პრაქტიკა არ არის.
გამოკითხული საჯარო მოხელეების მხოლოდ 4 პროცენტმა აღიარა რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში მათ ჩინოვნიკების მიერ ჩადენილი კორუფციის ფაქტი დააფიქსირეს.
გამოკითხულ საჯარო მოხელეთა დიდმა უმრავლესობამ, 93 პოცენტმა განაცხადა, რომ მათ არაკანონიერი გადასახადის რაიმე შემთხვევა არ დაუფიქსირებიათ.