საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკონსერვო საწარმო „მარნეულს" სტუმრობდა, სადაც ივანე მერაბიშვილი საწარმოს მშერნებლობას გაეცნო და „მარნეულის" ასორტიმენტი დაათვალიერა.
საწარმოს მუშაობა ვანო მერაბიშვილს საწარმოს დამფუძნებელმა მიხო სიმონიშვილმა გააცნო და ადგილობრიბი ბაზრის სპეციფიკაზეც ესაუბრა.
სვიმონიშვილის განმარტებით, საწარმო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მხოლოდ კიტრის მწნილის ბაზარზე წელს ბაზრის 60 %-ი დაიკავოს. ვანო მერაბიშვილის თქმით მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა პროდუქციამ მოამარაგოს როგორც შიდა ბაზარი, ასევე გავიდეს ექსპორტზე.ამ დროისათვის საწარმოში 300 ადამიანია დასაქმებული. სეზონზე ქარხანა 20 ათას ტონა ნედლეულს იბარებს და ოცამდე სახეობის პროდუქციას ამზადებს.