66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ოთარ თუშიშვილმა, ლონდონის ოლიმპიადაზე მისი პირველივე ორთაბრძოლა წააგო. გამოცდილ ქართველ ფალავანს, მეტოქედ 23 წლის იხტიორ ნავრუზოვი ერგო, რომელსაც ჩვენებურმა ვერაფერი მოუხერხა. პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორმა ბუხარელ მოჭიდავესთან ორივე პერიოდი და შესაბამისად პაექრობაც დათმო (ქულებით 2:5).
ახლა თუშიშვილი იმის იმედადღაა, რომ უზბეკი ფინალში გავა, რაც ქართველისთვის ბრინჯაოს რეპეშაჟში გადართვას მოიტანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 66 კგ წონითი კატეგორია ჩვენთვის უინტერესო დარჩება.
მასალის გამოყენების პირობები