სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა" (GEDF) მდინარე „წაბლარზე" დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისათვის, სადაწნეო გვირაბის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.
GEDF ეძებს გამოცდილ, კვალიფიციურ კომპანიებს გვირაბის ასაშენებლად. დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ კომპანიის და აგრეთვე განხორცილელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია.
აღნიშნული კომპანის საქმიანობა მოიცავს შემდეგ მოქმედებებს: პოტენციური "green field" ჰიდროელექტროსადგურების ასაშენებელი ადგილების იდენტიფიკაცია და ანალიზი, მათ შორის მდინარის აუზის დაგეგმარება - და სხვა განახლებადი ენერგიის მოპოვების პროექტების კვლევა; ჰიდროელექტროსადგურის და ასევე სხვა განახლებადი ენერგიის წყაროების პროექტირება, მშენებლობა, რეაბილიტაცია და ოპერირება; ერთობლივად - კერძო ინვესტორებთან ერთად - პროექტების განვითარება, რომელიც მოიცავს ფონდისთვის გასვლის საშუალებას განვითარების სხვადასხვა ეტაპზე;
კომპანიის პრიორიტეტია მდინარის ბუნებრივ მოდინებაზე მომუშავე ჰესების მშენებლობა, რომელთა დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 20 მვტ-ს. კომპანია გეგმავს 100 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას აღნუშნული სახის პროექტებში.