აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან მიტ რომნი და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი პოლ რაიანი ვიჯინიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ფლორიდასა და ოჰაიაოში იწყებენ ტურნეს. ამ ოთხ შტატს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მისაღწევად.
ვისკონსინის შტატის კონგრესმენისთვის - პოლ რაიანისთვის ეს პირველი ტურნეა, მას შემდეგ რაც მიტ რომნიმ იგი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.
რაიანი მოითხოვს გადასახადებისა და საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას, ასევე პრეზიდენტ ობამას მიერ დაწყებული ჯანდაცვის რეფორმის შეწყვეტას.
ობამას გუნდში აცხადებენ, რომ რაიანის წინადადებები ქვეყნისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება.
რაიანის განცხადებით, კი რომნის გამარჯვება აშშ-ს დიდებას დაუბრუნებს.