უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცნობილი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკოს პოლიტიკური პარტიის "უკრაინა - წინ!" წარდგენის საფუძველზე დეპუტატობის კანდიდატად დაარეგისტრირა.
უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, დეპუტატად კენჭისყრის უფლება ეძლევა პირს, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უკრაინის ტერიტორაზე ცხოვრობდა.
რიგი მედიასაშუალებები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ შევჩენკო 2009 წლამდე უცხოეთში მოღვაწეობდა და ცხოვრობდა, თუმცა არ კონკრეტდება იმყოფებოდა თუ არა იგი საკონსულო აღრიცხვაზე.
უკრაინის რადას არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება.