ირანში მომხდარი 6,4 და 6,3 მაგნიტუდის სიძლავრის ორი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 250-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათასზე მეტი ადამიანი.
ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ხელისუფლება, სადაც დაფიქსირდა მიწისძვრის ეპიტცენტრი, არ გამორიცხავს, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს.
მიწისძვრამ სრულად გაანადგურა 6 სოფელი, სულ ზიანი მიადგა 60 დასახლებულ პუნქტს.
მაშველები დილიდან ცდილობენ ნანგრევენში მოყოლილი ადამიანების ამოყვანას. ათასობოთ ადამიანმა ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა.
ირანის წითელი ნახევარმთვარის წარმომადგენლის განცხადებით, 16 ათასი ადამიანი დროებით საცხოვრებელშია მოთავსებული.
ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები ქალაქების - ტებრიზისა და არდებილის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
მიწისძვრის შედეგად დაზიანდა საკომუნიკაციო ბოძები, რის გამოც შეწყვეტილია კავშირი დაზარალებულ რეგიონებთან, - იტყობინეება ბი-ბი-სი.
მაშველები დილიდან ცდილობენ ნანგრევენში მოყოლილი ადამიანების ამოყვანას. ათასობით ადამიანმა ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა.
ირანის წითელი ნახევარმთვარის წარმომადგენლის განცხადებით, 16 ათასი ადამიანი დროებით საცხოვრებელშია მოთავსებული.