ყოველი წლის 12 აგვისტოს მთელი საქართველო აღნიშნავს დიდგორობის დღესასწაულს, როგორც თავისუფლებისა და მრავალჯერ აღმატებულ მტერზე გამარჯვების სიმბოლოს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, პარტია გეგმავს ეს უდიდესი ისტორიული გამარჯვების თარიღი ჩვენს დიდგორის ველზე აღნიშნოს.
"ჩვენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ვგეგმავთ, ეს უდიდესი ისტორიული გამარჯვების თარიღი ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად აღვნიშნოთ დიდგორის ველზე. დაგეგმილია ღონისძიებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მონაწილეობა",- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.