ლონდონის ოლიმპიადაზე მოასპარეზე კიდევ ერთი მოჭიდავე გავიდა 1/4-ფინალში. 74 კგ-იანმა დავით ხუციშვილმა 3 პერიოდი მოახმარა გვინეა-ბისაუს წარმომადგენელ აუგუსტო მიდანასთან ორთაბრძოლას. საბოლოოდ, ქართველმა ფალავანმა ქულებით 4:1 იმარჯვა.
შემდეგ ეტაპზე ხუციშვილის მეტოქე მსოფლიოს 2-გზის და ევროპის 3-გზის ჩემპიონი რუსეთის დროშის ქვეშ მოასპარეზე აფხაზი მოჭიდავე დენის ცარგუში იქნება.
მასალის გამოყენების პირობები