ქალაქ გიუმრის მერის ვარდან გუკასიანის ვაჟი სპარტაკ გუკასიანი რამდენიმე დღის წინ მოსკოვში მაინც გაფრინდა, იმისათვის რათა "კანონიერ ქურდად ეკურთხოს". ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთ "ჯოხოვურდი" კარგად ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა ასევე დაუკავშირად ვარდან გუკასიანის პრესმდივანს ლილიტ აგეკიანს და მას ამ საკითხზე კომენტარი სთხოვა. პრესმდივანმა კი განაცხადა, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 24 ივლისს გიუმრის მერის ვაჟიშვილის პირველი მცდელობა მოსკოვში გაფრენილიყო წარუმატებლად დასრულდა. იგი "შირაკ"-ის აეროპორტიდან აპირებდა გამგზავრებას. თვითმხილველთა თქმით, სპარტაკს დაახლოებით 30 ადამიანი აცილებდა, თუმცა პოლიციამ და ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურმა იგი ჯერ აეროპორტში არსებული ნაციონალური უსაფრთხოების კაბინეტში მიიწვია სასაუბროდ, შემდეგ კი ხალხში გააბრუნა.