თიბისი ბანკი, საიუბილეო წელთან დაკავშირებით, 11 აგვისტოს, 20:00 საათზე, ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში, წარმოგიდგენთ ყველასათვის საყვარელი ქართული მიუზიკლის „ვერისუბნის მელოდიები" თანამედროვე ვერსიას.
ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თეატრალური სანახაობა, რომელის რეჟისორია რედა ბენტიფორი - მსოფლიოში ცნობილი ფრანგი ქორეოგრაფი, რომელსაც სხვადასხვა დროს უმუშავია ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან ელტონ ჯონი, დაიანა როსი, ვანესა პარადისი, მაიკლ ჯექსონი და სხვები.
სპექტაკლის მუსიკალური ხელმძღვანელი და ორიგინალური საორკესტრო ვერსიების ავტორია ნიკოლოზ რაჭველი (ნიკა მემანიშვილი); ხოლო დამდგმელი მხატვარი და სცენოგრაფი არგენტინელი სანტიაგო ფერნანდესი.
მიუზიკლში გამოყენებულია ილიკო სუხიშვილის ქორეოგრაფია.