ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ყოველი წლის 12 აგვისტოს მთელი საქართველო აღნიშნავს დიდგორობის დღესასწაულს, როგორც თავისუფლებისა და მრავალჯერ აღმატებულ მტერზე გამარჯვების სიმბოლოს.
"ჩვენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ვგეგმავთ, ეს უდიდესი ისტორიული გამარჯვების თარიღი ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად აღვნიშნოთ დიდგორის ველზე.
დაგეგმილია ღონისძიებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მონაწილეობა",- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.