ხვალ, 11 აგვისტოს, რაჭაში, კერძოდ შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა აქტივობების მოწყობააა დაგეგმილი. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია: ტბის კაიაკინგი(შეჯიბრი), ტბის კანოეინგი(შეჯიბრი), ჯომარდი(შეჯიბრი), ვაით-ვოთერ კაიაკინგის მასტერ კლასები და შეჯიბრი, სახმელეთო სპორტულ აქტივობებში შეჯიბრი (თოკის გადაჭიმვა, მარშრუტის ორიენტირინგი, და სხვა) ღონისძიება გაიმართება მთელი დღის განმავლობაში, დილის 10:00 საათიდან 21:00 საათამდე და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება 200-მდე მსურველს.
შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, „ზაფხულის ტურისტული კალენდარი"-ს ფარგლებში, 8 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით (ყოველ შაბათს ან კვირას) საქართველოს რეგიონებში დაგეგმილია სხვადასხვა თემატიკის ღონისძიებები ხორციელდება.