აჭარაში ტაქსის კომპანიებს უკეთესი მომსახურეობისათვის და ტურისტების მეტი კომფორტისთვის, სპეციალიზირებული რუქები გადაეცემათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის საზღვაო სეზონის აქტიურ ფაზაშია შესული და ქალაქი უამრავ უცხოელ თუ ქართველ ტურისტს მასპინძლობს.
"აქტიურად მუშაობს როგორც სასტუმროები, რესტორან-კაფეები, ისე ტაქსების კომპანიები, რომლებიც ყოველდღიურად მრავალ სტუმარს ემსახურებიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, მომსახურების დონის ასამაღლებლად აჭარაში დარეგისტრირებული ტაქსის კომპანიების ხელმძღვანელობას გადაეცემა ქალაქის რუქები და სასტუმროებისა და რესტორნების კატალოგები მითითებული მისამართებით. გადაცემული რუქებით ისარგებლებს კომპანიების ტაქსების მძღოლები"- განმარტავენ დეპარტამენტში.
აღსანიშნავია, რომ მგავსი ტიპის აქციები კვლავაც გაგრძელდება. შემდეგ ეტაპზე ქალაქის რუქები დაურიგდება ინდივიდუალურ ტაქსებსაც ტურისტულად მნიშვნელოვან გაჩერებებზე.