საგარეჯოს სამედიცინო ცენტრიდან და - ძმა, 2 და 5 წლის ლუკა და ნანა ლ-შვილები კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბირგადამ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. ბავშვებმა სხეულის დამწვრობა ცხელი კერძის გადასხმის შედეგად მიიღეს.
ექიმების თქმით ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
„ბავშვები საავადმყოფოში სოფელ ხაშმიდან შემოიყვანეს. ისინი ელექტროქურასთან თამაშობდნენ, რა დროსაც სადენს შეეხნენ და მასზე მდგარი ცხელი კერძი ზედ გადაესხათ. ბავშვებს ძირითადად ზურგი ჰქონდათ დამწვარი. ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო, მას მთლიანი ზურგის დამწვრობა ჰქონდა მიღებული. კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ ბავშვები შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად სასწრაფოდ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მაია ანუაშვილმა
მასალის გამოყენების პირობები