"შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ძალიან ბევრი ვაკანსია არსებობს ბევრ სხვა და სხვა სექტორში საქართველოში, უბრალოდ დამსაქმებელი და დასასაქმებელი ვერ პოულობენ ერთმანეთს", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რაჭაში მოსახლეობასთან საუბრისას.
მისივე თქმით, ბევრად უფრო დიდი ტექნიკუმი უნდა აშენდეს ამბროლაურში ვიდრე სხვაგან შენდება.
"ასევე დასაქმების სამინისტრო ყველგან გახსნის თავს განყოფილებებს და ყველა ოჯახში შევა და კვალიფიკაციის მიხედვით აუცილებლად გიპოვით დამსაქმებელს. იმიტომ, რომ საქართველოში, იმ პირობებში როდესაც ეკონომიკა იზრდება და იზრდება შეუძლებელია, რომ ჩვენ ხალხი არ დავასაქმოთ",_ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.