ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად თბილისში 65 წლის მამაკაცი დაიღუპა.
შემთხვევა ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე მოხდა.
გარდაცვლილია ანდრო კარაპეტიანი, რომელიც მაშველებმა საკუთარ სახლში იპოვეს. ის მარტოხელა იყო.
წინასწარი ინფორმაციით, კარაპეტიანი რამდენიმე დღის დაღუპული უნდა იყოს. მის საცხოვრებელ სახლში შესულ მაშველებს გაზქურა ანთებული დახვდათ.
ანდრო კარაპეტიანის ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.