დეპუტატ ვანო ხუხუნაიშვილს დღეს, თერჯოლაში დაკრძალავენ.
დაკრძალვას ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მანდას ადომენასი დაესწრება, რომელიც ამ მიზნით საქართველოში უკვე ჩამოვიდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი 27 იანვარს, ინსულტით გარდაიცვალა. დეპუტატის ოჯახს უკვე მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტმაც.
ვანო ხუხნაიშვილი ხუთი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ის რეგიონული თვითმმართველობის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.