დღეს, 31 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს თასის ტურნირზე მედლები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში - 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება.
პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონები დავით ასუმბანი და შალვა ქარდავა გახდნენ, ვერცხლს ბეთქილ შუკვანი დაეუფლა, ბრინჯაო კი ზაზა კედელაშვილს და ამირან პაპინაშვილს ერგოთ.
ტურნირის პირველ დღეს ტატამზე 60, 66 და 73 კილოგრამი წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გავიდნენ. ევროსეზონის გამხსნელ ტურნირში 14 ქვეყნის ნაკრები ჩაერთო, საქართველოს ნაკრები კი ტრადიციულად, გაფართოებული შემადგენლობით ასპარეზობს. საწყის სამ წონაში კიმონო 12-მა ქართველმა მოირგო და მათგან 5 საპრიზო სამეულში შევიდა.
ასუმბანმა ფინალში ბეთქილ შუკვანს მოუგო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი ერთმანეთს ამირან პაპინაშვილი და პაატა მერებაშვილი დაუპირისპირდნენ.
ქარდავამ გადამწყვეტ ბრძოლაში აზერბაიჯანელი სამირ დადაშზადას აჯობა.
73 კილოგრამში ზაზა კედელაშვილმა ორი მეტოქის ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში, ფრანგ რონალდ ალჟერთან დამარცხდა და რეპეშაჟის ფინალზე გადაერთო. უკრაინელი დმიტრო შერეტოვის იპონით ძლევის შემდეგ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ნუგზარ ტატალაშვილი, გიორგი დილებაშვილი და ანზორ ხმიადაშვილი პირველსავე წრეში დამარცხდნენ.
60 კგ
1 დავით ასუმბანი (საქართველო)
2 ბეთქილ შუკვანი (საქართველო)
3 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
3 ტაკეში მაცუკი (იაპონია)
66 კგ
1 შალვა ქარდავა (საქართველო)
2 სამირ დადაშზადე (აზერბაიჯანი)
3 იუნპეი მორიშიტა (იაპონია)
3 სერგეი პლიევი (უკრაინა)
73 კგ
1 მურატ კოძოკოვი (რუსეთი)
2 რონალდ ალჟერი (საფრანგეთი)
3 ზაზა კედელაშვილი (საქართველო)
3 რიო საიტო (იაპონია)