დღეიდან, 31 იანვრიდან, მართლმადიდებელი ეკლესია უძღები შვილის კვირიაკეს აღნიშნავს. დიდმარხვის მოსამზადებელ მეორე კვირიაკეს უძღები შვილის შვიდეული ეწოდება.
უძღები შვილის კვირა დღეს ტაძრებში სახარებიდან ის ადგილი იკითხება, სადაც უფალი უძღები შვილის დაბრუნებაზე საუბრობს.
სახარების მიხედვით, უძღებმა შვილმა მამისგან საკუთარი წილი მოითხოვა და შემდეგ ქონება უცხო მხარეში გაფლანგა. ბოლოს ძალიან გაუჭირდა, ამჯობინა, სახლში, მამასთან დაბრუნებულიყო და მისთვის ყველაფერზე პატიება ეთხოვა.
დაკარგული შვილის დაბრუნებით გახარებულმა მამამ ლხინი გამართა. მან მსახურებს უბრძანა, მიერთმიათ მისი ვაჟისთვის "სამოსელი პირველი" და ზვარაკები დაეკლათ.
უძღები შვილის შვიდეულს სხვაგვარად ხორციელ კვირასაც უწოდებენ, რომლის დროსაც, ოთხშაბათი და პარასკევი სამარხვო დღეები იქნება.