ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ერგესში საფრანგეთში ორი თვის წინ ტრაგიკულად დაღუპული 24 წლის ნინო ცეცხლაძის ცხედარი დღეს ჩამოასვენეს. ქართველი გოგონა გამოძალვის მიზნით მასზე მომხდარი თავდასხმის დროს დაიღუპა, თუმცა საფრანგეთსი დაწერილი სამედიცინო დასკვნით სიკვდილის მიზეზი ასტიქსია იყო. მიოუხედავად ამისა უკვე ცნობილია, რომ ნინო ცეცხლაძეზე თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.
საფრანგეთში დაღუპული ბათუმელი სტუდენტის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. ეს განცხადება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მათე ტაკიძემ გააკეთა. მისივე თქმით, ამ ფაქტთან დაკავშირებით აჭარის განათლების სამინისტრომ ადვოკატიც აიყვანა.
ტაკიძის განცხადებით, პროგრამა რომლითაც ნინო ცეცხლაძე საფრანგეთში იმყოფებოდა, განათლების სამინისტროში 1985 წლიდან ფუნქციონირებს. ასეთი შემთხვევა პროგრამის არსებობის განმავლობაში პირველად მოხდა. სასწავლო პროგრამით საფრანგეთში ამ დროისთვის 50 ქართველი სტუდენტი იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ცეცხლაძე გაცვლითი პროგრამა "ევრო ოდისეის" ფარგლებში საფრანგეთის ქალაქ ამიენში 2009 წლის ივნისში გაემგზავრა. სტაჟირება 30 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ნოემბერში ნინო ცეცხლაძე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით სიკვდილის მიზეზი ასტიქსია იყო. 13 ნოემბრით დათარიღებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ტოქსიკოლოგიური გამოკვლევების შედეგად გარდაცვლილის ორგანიზმში არაფერია ნაპოვნი.
ნინო ცეცხლაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშოირისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია და მას 2007 წელს ბიზნესის მართვის სპეციალობა მიენიჭა.