დღეს, აჭარის მთავრობის მეთაურმა ლევან ვარშალომიძემ ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმო „ნარინჯში" მოინახულა, სადაც არასტანდარტული მანდარინის მიღება უკვე დაიწყეს. ახალი ხაზის ამოქმედების შემდეგ ნედლეული ადგილზე გადამუშავდება. „ნარინჯმა" ამ დროისთვის 400 ტონამდე არასტანდარტული მანდარინი გადაამუშავა და უახლოეს პერიოდში ნატურალური წვენების ჩამოსხმაც დაიწყება. იტალიური წარმოების ტექნოლოგიური ხაზის მონტაჟი ქარხანაში ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საწარმოს სპეციალური დანადგარებით აღჭურვა მეპატრონეებს 2 მილიონ 813 ათასი ევრო დაუჯდათ. ერთი მილიონი ლარი კომპანიას ადგილობრივი ბიუჯეტიდან იაფი სესხის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოეყო
მასალის გამოყენების პირობები