აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და არ ცნობს დამოუკიდებელ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. შესაბამისი განცხადება საფრანფეთის დედაქალაქში ვიზიტად მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გააკეთა.
"აშშ დაინტერესებულია ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობაში", _ განაცხადა ჰილარი კლინტონმა პარიზის სამხედრო სკოლაში სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ ვაშინგტონი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოდის.
აშშ-ს სახელმწიფი მდივნის განმარტებით, ვაშინგტონი არ აპირებს თავისი მეზობლებისა და პარტნიორების დაყოფას.
"არის მხოლოდ ერთი ევროპა, ევროპა - შეერთებული შტატების პარტნიორი, ევროპა - რომელშიც რუსეთი შედის", - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.