დღეს, 30 იანვარს, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, ტუბერკულოზის კონტროლის თბილისის რეგიონული სასწავლო ცენტრი გაიხსნება. ცენტრის გახსნას, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსიც დაესწრება.
როგორც "ორგანიზატორებმა "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობეს, ცენტრის გახსნის მიზანი, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ტუბერკულოზის კონტროლის სისტემაში დასაქმებული საკადრო რესურსების განვითარება-გაძლიერებაა. სასწავლო ცენტრი თანამედროვე სტანდარტებითა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის "STOP TB " სტრატეგიის ყველა კომპონენტითაა აღწურვილი.
სასწავლო ცენტრის მიერ ჩატარებული ტრენინგების შედეგად განსწავლული პერსონალი გახდება რეგიონში ჯანდაცვის მსოფლიო რეკომენდაციების წარმატებული განხორციელებისა და, შესაბამისად, ტუბერკულოზის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების რეალური გარანტი.