აზერბაიჯანის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ორმა სამხედრო მოსამსახურემ ოთხი ოფიცერი მოკლა და ორი ჯარისკაცი დაჭრა. შემთხვევა დაშკესანის რაიონში მოხდა, რომელიც სომხეთს ესაზღვრება.
ქვეყნის თავადაცვის უწყებამ დაადასტურა სამხედრო ნაწილში მომხდარი ინციდენტი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა დივიზიის მეთაური.
ჯარისკაცები შეეცადნენ შემთხვევის ადგილის დატოვებას, მაგრამ ცეცხლი მათი მისამართითაც გაიხსნა. თავადაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კი მათ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანაშრომელი უზიერ ჯაფაროვი მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზი სამხედრო ნაწილში არსებული უსამართლობა და ე.წ. "დედოვშინაა".
"ნაწილის მეთაურის დანაშაული სახეზეა. ვიდრე ჯარში დაუსჯელობა გაგრძელდება ჩვენ ხშირად ვიქნებით ასეთი ტრაგიკული შემთხვევების მომსწრენი", - განაცხადა ჯაფაროვმა.