გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 19-21 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი. ამასთან, შა, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).