30 იანვარს პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების, ე. წ. უდოს კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომაზე 137 პატიმრის საქმეს განიხილავენ.
კომისია დაკომპლექტებულია პარლამენტის ორი (უმცირესობიდან და უმრავლესობიდან), არასამთავრობო სექტორის ერთი და სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 6 წარმომადგენელით. კომისიის თავმჯდომარეა სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზარანდია.