დღეს, 3 აგვისტოს, იწყება აბიტურიენტთა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეთა საპრეტენზიო განაცხადების მიღება, რომელიც 8 აგვისტოს ჩათვლით გასტანს.
სააპელაციო განაცხადები მიიღება თბილისში - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში (კოსტავას 77, სააკაძის მოედანი), ხოლო რეგიონებში - ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრში. განაცხადები მიიღება ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00-იდან - 18.00 საათამდე.
ყველა აპლიკანტს შეუძლია გაასაჩივროს ერთი ან რამდენიმე ტესტური დავალების შეფასება. სრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად საპრეტენზიო განაცხადის შეტანა შეუძლია პირს, რომელიც წარმოადგენს სათანადო წესით დამოწმებულ მინდობილობას.
ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი. პირებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეფასება შეეცვლებათ, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ. ამისათვის, მათ განცხადებით უნდა მიმართონ გამოცდების ეროვნულ ცენტრს საბოლოო შედეგების (ჩარიცხვების) გამოცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში.
აპელაციის საფასურის გადახდა შესაძლებელია: საქართველოს ბანკის ნებისიერ ფილიალში.
ბანკის კოდი: BAGAGE22; ანგარიში: GE 63 BG 0000000 892466800 GEL და ბაზის ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბანკის კოდი: CBASGE22, ანგარიში: GE 85 BS 0000000 000133560.