ციტრუსისა და ხურმის შესანახ ყუთების მწარმოებელი საწარმოში, ყუთების წარმოება ამიერიდან თანამედროვე მეთოდით მოხდება. როგორც აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში (ასსპა) განმარტავენ, ქობულეთში, სოფელ ლეღვაში, ციტრუსისა და ხურმის ყუთების წარმოების სფეროში ქართულ-უკრაინული ინვესტიცია განხორციელდა. ყუთების წარმოება ახალი ე.წ. შპონის ტექნოლოგიის მიხედვით განხორციელდება, რომლიც შეესაბამება ევროსტანდარტებს და არის ეკოლოგიურად სუფთა, მსუბუქი და პლასტმასის ყუთებისგან განსხვავებით, არ იწვევს პროდუქტის ჩახურებასა და მალფუჭებას.
იტალიური დანადგარები 1 კვირაში ლეღვაში იქნება, ხოლო სამონტაჟო სამუშაო აგვისტოს ბოლოს დაიწყება. საწარმოო ობიექტი ხურმისა და ციტრუსის სეზონის დაწყებისთვის იქნება მზად. წარმადობა დღეში 8 -10 ათას ყუთს შეადგენს. საწარმოში სულ მცირე, 10-15 ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება.
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ქართულ-უკრაინული ინვესტიციის ფარგლებში ლეღვაში უკვე მოეწყო სამაცივრე მეურნეობა, რომელშიც დასაწყისისთვის 300 ტონამდე ხილ-ბოსტნეული შეინახება.
ციტრუსისა და ხურმის შესანახ ყუთებს ამიერიდან თანამედროვე მეთოდით აწარმოებენ