კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობის წევრები დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ახალგაზრდებმა უცხოელ სტუმრებს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობის სტრატეგია და სამომავლო გეგმები გააცნეს.
"ქართული ოცნების" "ფეისბუკის" გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლები, უნგრეთის ახალგაზრდული პოლიტიკის წევრები, ასევე NDI-ისa და IRI-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კოალიციის ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა შეხვედრაზე ახალგაზრდობასთან მიმართებაში დღეს არსებული სახელმწიფო პოლიტიკა გააკრიტიკეს, ისაუბრეს პოლიტიკური ნიშნით ახალგაზრდების დევნისა და ზეწოლის ფაქტებზე.