ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და სს "თელასი-ს" მოლაპარაკების შედეგად, ჭავჭავაძის #37-ში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევვილებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგათ. დევნილების დავალიანება "თელასი-ს" მიმართ 8 000 ლარს შეადგენდა. თუმცა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შუამდგომლობით კომპანია დასთანხმდა ელექტროენერგიის მიწოდება მხოლოდ 2000 ლარის გადახდის შემდეგ უზრუნველყო. ამ ეტაპზე, დევნილებმა 2000 ლარი გადაიხადეს და მათ ელექტროენერგია მიეწოდება. დარჩენილი დავალიანების გადახდა განვადებით, დევნილებთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად მოხდება.
ინფორმაციისთვის, სამინისტრო თოთოეულ დევნილს უხდის 100 კლ.ვ. ელექტროენერგიის საფასურს. აღნიშნული კვოტის ზევით დახარჯულ ელექტროენერგიაზე სამინიხსტრო პასუხს ვერ აგებს.