გერმანიის ბონის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა მაიას ტომის ინდიელების პრინცის აკლდამა გახსნეს, რომელიც უძველეს ქალაქ უშულში, მექსიკის შტატის კამპეჩეს ტერიტორიაზე გვატემალას საზღვართან ახლოს მდებარეობს.
მეცნიერებმა სასახლის ნანგრევების კომპლექსში აღმოაჩინეს აკლდამა ახალგაზრდა მამაკაცის ნარჩენებით - სავარაუდოდ ეს არის კალაკმულის დინასტიის პრინცის ნარჩენები, ეს დინასტია ქალაქს რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მართავდა.
სასახლის ნანგრევების კომპლექსის ფართობი 120-130 მეტრია და მასში 11 ნაგებობაა განთავსებული. იგი ჩვენს ერამდე დაახლოებით 650 წელს აშენდა. არქეოლოგიური გათხრები აქ 2011 წელს დაიწყო.
ახალგაზრდა მამაკაცის ნარჩენების გვერდით, მეცნიერებმა რამდენიმე კერამიკული ჭურჭელი აღმოაჩინეს, მათ შორის თასი, რომელზეც არის წარწერა, რომ ეს თასი პრინცის სასმელი თასია.
პრინცის თავს კერამიმული ფილა ფარავდა, რომელზეც იდეოგრამები იყო დატანილი. ქალაქი უშული კარნეგის ინსტიტუტის არქეოლოგებმა კარლოს რუპერტმა და ჯონ დენისონმა 1934 წელს აღმოაჩინეს.