აგვისტოს ბოლოს G20-ის მრჩეველთა საბჭო შეიკრიბება, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ხორბალზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს. აღნიშნული შეხვედრის საჩქაროდ შეკრების მიზეზი გახდა ხორბლის მაღალი ფასი, არსებული დეფიციტი და გვალვა ხორბლის მწარმოებელ ქვეყნებში.
საფრანგეთი, რომელიც ამ დროისათვის "დიდი ოცეულს" ხელმძღვანელობს შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით G20-ის შეკრების ინიციატორი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხორბლის ფასმა 25-30%-ით მოიმატა.