‘'სილქნეტი'' იღებს ვალდებულებას ‘'საქართველოს საარჩევნო კოდექსში'' შეტანილი ცვლილებების თანახმად, მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა ძირითად პაკეტში განათავსოს საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ტელე- არხები.
მაუწყებლის ჩართვა განხორციელდება დაუყოვნებლივ, მაქსიმალურად მოკლე ვადებში იმ მომენტიდან, როცა ტელეკომპანიის მხრიდან წარმოდგენილი იქნება ჩართვის მოთხოვნა და ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო ყველა ინფორმაცია და მოწყობილობა. მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ პაკეტში ტელეარხის განთავსება ხდება მაუწყებლის მოთხოვნით არჩევნების დღემდე.
ამ ეტაპზე ტელეკომპანია „მეცხრე არხმა" უკვე მიმართა სილქნეტს ჩართვის მოთხოვნით და კანონით დადგენილი პროცედურების დასრულებისთანავე უახლოეს პერიოდში სილქტვ-ის ნებისმიერი პაკეტის მაყურებელს ექნება საშუალება მიიღოს ამ არხის სიგნალი, ყოველგვარი დამატებითი ტარიფის გარეშე.