ქუთაისში ინდურ-ქართულმა მეტალურგიულმა ქარხანამ პირველი პროდუქცია გამოუშვა. ექვს თვეში რვა ათასი ტონა არმატურის წარმოებით კომპანია "ევრაზიამ" მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულა. ქარხანაში დღეს საქართველოს პრეზიდენტი მივიდა და ქარხნის საქმიანობას გაეცნო.
წლის განმავლობაში სულ 100 ათასი ტონა არმატურის გამოშვებაა დაგეგმილი. დღეიდან ქართულ-ინდურ საწარმოში მუშაობის მეორე ეტაპი იწყება, რომელიც წარმოების ორჯერ გაზრდას გულისხმობს.
ინვესტორებმა ქარხანაში 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადეს.
ქარხანაში სულ 500 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 70 % ადგილობრივი. მალე ეს მაჩვენებელი 55 %-მდე უნდა გაიზარდოს. დასაქმებულთა ხელფასები 400-იდან 800 ლარამდეა.