დღეს, 2 აგვისტოს, 13:00 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში თიბისი ბანკის საიუბილეო პროექტების პრეზენტაცია გაიმართება.
ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე, ჟურნალისტებს იმ სიახლეებს გააცნობს, რომელთა განხორციელებასაც თიბისი ბანკი 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გეგმავს.
შეჯამდება პროექტები, რომლებიც ბანკმა საიუბილეოდ, წლის დასაწყისიდან განახორციელა.