ჟურნალმა The New Yorker-მა გამოაქვეყნა ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ადრე უცნობი მოხრობა Thank You for the Light ("მადლობა სინათლისთვის"). ამ სათაურით სიტყვის ორი მნიშვნელობა თამაშდება "ნაპერწკალი" და "სინათლე"
პატარა მოთხრობა მწეველსა და მღვდელზე დაიწერა 1936 წელს. ხელნაწერი აღმოაჩინეს მწერლის მემკვიდრეებმა,რომლებიც აწესრიგებდნენ ფიცჯერალდის ქაღალდებს,რათა "სოთბის" აუქციონზე გაეტანათ.
მოთხრობის მთავარი გმირი 40 წლის მისის ჰენსონია, რომელიც კორსეტებისა და ქამრების გაყიდვით დაკავებული ფირმის მფლობელია. იგი სამუშაო ვიზიტით აშშ-ის რამდენიმე შტატში მიემგზავრება, სადაც მოწევა არაა მიღებული,ხოლო ქალბატონ ჰენსონს ზოგჯერ, დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ, მოსადუნებლად, უყვარს მოწევა. მოსაწევი ადგილის ძიებაში მთავარი გმირი კათოლიკურ ტაძარში ხვდება.
ფიცჯერალდი, რომელსაც მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა რომანმა "სამოთხის აქეთა მხარეს" (1920), მრავალ ჟურნალსა და გაზეთში იბეჭდებოდა და სიცოცხლეშივე პოპულარული გახდა.