"მე ისეთი მთავარსარდალი მყავს, რომელიც მიწაზე არ აგდია და ჰალსტუხს არ ჭამს. სააკაშვილმა რომ ახლა რაღაც მოძრაობები დაიწყოს, ომი იქნება", _ აცხადებს ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის ყოფილი წარმომადგენელი საქართველოში ხიზრი ალდამოვი "ვესტი კავკაზასთან" საუბრისას.
"მინდა ჩემს ახლობელ ხალხს, რომლებიც საზღვარგარეთ გავაგზავნე ვუთხრა, რომ ისინი ჩამოვიდნენ იმ გზითვე, რა გზითად მე დავბრუნდი. მე მშვიდობით მოვედი, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მიმიღო და რამზანმაც მიმიღო. ისინი მომცემენ ადგილს, სადაც ვიცხოვრებ. მე მათ სამსახურს არ ვთხოვ, მყავს შვილები. მათაც ისევე მისცემენ სამსახურს, როგორც სხვებს, მე არაფერს ვითხოვ. მადლობა, რომ ნება დამრთეს, ჩემს მიწაზე ვიყო, სამაგიეროდ, მე ისეთი მთავარსარდალი მყავს, რომელიც მიწაზე არ აგდია და საკუთარ ჰალსტუხს არ ჭამს. მე სიამოვნებით დავიძინებ სახლში, გავიღვიძებ და ტელევიზორს რომ ჩავრთავ, ვერ ვნახავ, რომ პრეზიდენტი ჰალსტუხს ჭამს. მე დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი კარგადაა, კადიროვი კარგადაა. ადრე, როდესაც ორი სახელმწიფო ომს იწყებდა, ჯერ მეფეები გამოდიოდნენ და იბრძოდნენ, ჯარი იდგა, მეფეები კი იბრძოდნენ. ვინც გაიმარჯვებდა, გამარჯვებაც მას რჩებოდა, ოღონდ კი ჯარისკაცების სიცოცხლე გადაერჩინათ. იყო ასეთი ლეგენდა. ახლა კი ჯარს უშვებენ, ადრე რომ იყო, ისე უნდა იყოს ახლაც. საქართველომ რომ ომი დაიწყოს, ეს გაუშვი, ყველასთან წააგებს, ვერაფერს მოიგებს, ეს მხდალი ადამიანია არ უნდა იყოს პრეზიდენტი", _ აცხადებს ალდამოვი და აღნიშნავს: "ომის მერე ბევრ რამეს მივხვდი, მივხვდი, რომ ეს ადამიანი არანორმალურია, მან დაიწყო ცხინვალის დაბომბვა და ვიცოდი, რომ წააგებდა. მიკვირდა კიდეც. ამის მერე იგი ხელისუფლებაში არ უნდა იყოს. მან რომ ახლა მსგავსი მოძრაობები დაიწყოს, ომი იქნება", _ აცხადებს ალდამოვი.
შეგახსენებთ, რომ ალდამოვი რამდენიმე ხნის წინ ჩეჩნეთში გადავიდა, რამზან კადიროვის წინაშე მოინანია, ჩეჩენ ხალხს ბოდიში მოუხადა და თავის მიწაზე ცხოვრების უფლება მოითხოვა. მან ასევე განაცხადა, რომ უბედურება ჩეჩენი ხალხის არა რუსეთმა, არამედ ჯოჰარ დუდაევმა და მისმა თანამებრძოლებმა მოუტანეს.