" ჩვენ ყოველთვის მზად ვართ არჩევნებში გასამარჯვებლად, თარიღს მნიშვნელობა არ აქვს", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ.
"ჩვენ ყოველთვის მზად ვართ არჩევნებში გასამარჯვებლად. ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს, ოქტომბრის რომელ რიცხვში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები", _ განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.