"ჩეჩენ ხალხს სურს, რომ ქართველმა ხალხმა შეცვალოს თავისი პრეზიდენტი", _ აცხადებს ჩეჩნეთის ყოფიული პრეზიდენტის ყოფილი წარმომადგენელი საქართველოში ხიზრი ალდამოვი.
"ჩეჩენი ხალხი დღეს ფიქრობს თავის მეზობელზე, რომელიც ახლოსაა. ჩეჩენი ხალხი ძალიან დიდ პატივს სცემს საქართველოს, მაგრამ როდესაც ესმის ის განცხადებები, რომელსაც მათი პრეზიდენტი აკეთებს, ეს მათ ძალიან ცუდ განწყობაზე აყენებს. იმიტომ, რომ ომი რომელიც იქ იყო, ყველამ კარგად ნახა და ყველამ კარგად ნახა ასევე ის, თუ რით დამთავრდა ეს ქართველი ხალხისთვის", _ აცხადებს ალდამოვი.
მისი თქმით, ჩეჩენმა ხალხმა თავისი თვალით ნახა ომი, ნახა, რა ცუდია ეს და "მათ უნდათ, რომ ქართველმა ხალხმა შეცვალოს პრეზიდენტი, ჰყავდეთ უკეთესი პრეზიდენტი და არ ისროლონ ისე, როგორც ისროდნენ ცხინვალში. კარგმა პრეზიდენტმა, რომელიც სახელმწიფოს ჩაუდგება სათავეში, მშვიდობანი გზით უნდა გადაწყვიტოს ეს ყველაფერი" _ აცხადებს ალდამოვი და აღნიშნავს, რომ არც ერთ ჩეჩენს არ უნდა ცუდი ქართველისთვის, ის მეზობელია. ისევე როგორც ქართველს არ უნდა ჩეჩენისთვის ცუდი - გარდა სააკაშვილისა.
"ერთადერთი მტერი რუსეთისა და ჩეჩნეთისა - ეს სააკაშვილია. გულახდილად გეუბნებით: ეს ადამიანი ავადმყოფია, ეს ადამიანი, რომელიც 140-მილიონიანი ერის წინააღმდეგ მიდის, არანორმალურია. თუ ჰქონია, რომ ამერიკელები წამოვლენ, ეს ტყუილია. არც ერთი ამერიკელი, არც ერთი ფრანგი და არც ერთი ინგლისელი არ წავა რუსეთზე არასოდეს, არც არასოდეს წასულან, ასე რომ, ეს მისი ბავშვური აზრია - დააშინოს ხალხი. ამის დრო უკვე წავიდა, მისი არავის სჯერა. ამიტომაც ჩეჩნები ფიქრობენ - აი, ერთხელ წაითამაშეს, წავიდნენ ცხინვალის დასაბომბად და 20 % ტერიტორიისა დაკარგეს. თბილიდან 25 კილომეტრის დაშორებით რუსული ჯარი დგას. რაზე უნდა ვილაპარაკოთ და რა უნდა ვილაპარაკოთ კიდევ, მე არ ვიცი - ეს ადამიანი უნდა მოცილდეს, მართლა გეუბნებით. ეს ადამიანი არაფერ კარგს არ მოიტანს, ეს ადამიანია, რომელმაც მოკლა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეს ადამიანია, რომელმაც მოკლა ადამიანი, რომელიც ქართველ ხალხს ეხმარებოდა, ბიზნესმენი", _ აცხადებს ხიზრი ალდამოვი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ ხიზრი ალდამოვი ჩეჩნეთში გადავიდა, რამზან კადიროვთან მოინანია, მსობლიურ მიწაზე ცხოვრების უფლება ითხოვა და განაცხადა, რომ ჩეჩენ ხალხს უბედურება არა რუსეთმა, არამედ ჯოჰარ დუდაევმა და მისმა თანამებრძოლებმა მოუტანეს.