საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახეწლმწიფო მუზეუმში ცნობილი ქართველი მსახიობის, უშანგი ჩხეიძის არქივის დამუშავებისას აქამდე უცნობი უნიკალური საარქივო დოკუმენტები აღმოჩნდა.
არქივში დაცულია უშანგი ჩხეიძის მიერ დაწყებული რამდენიმე პიესის ფრაგმენტი. მათ შორის არის ეპიზოდი მესხეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. იგი დაწერილია 1944 წელს, ავტორს უნდოდა შეხებოდა მესხთა დეპორტაციის პრობლემას.
ინტერესს იწვევს უშანგი ჩხეიძის მიერ დაწერილი პიესის "გიორგი სააკაძის" სცენური ისტორია. დავით ჩხეიძის წერილებში აღნიშნულია, დადგმასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის როგორ ყურადღებას იჩენდა ლავრენტი ბერია პიესის იდეოლოგიურ მხარესთან დაკავშირებით. აგრეთვე, ვახტანგ ტაბლიაშვილის წერილებში ჩანს, 50-იან წლებში დადგმული იგივე პიესის ინტერპრეტაცია.
აღნიშნული მასალა საინტერესოა არა მარტო ქართული თეატრის ისტორიის მკვლევართათვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც.