1-ლი აგვისტოდან ახალი, მაღალტექნოლოგიური, ევროკავშირის კონვენციის სტანდარტების შესაბამისი მართვის მოწმობები ამოქმედდა.
ახალი მოწმობა ლაზერულ პრინტერზეა დაბეჭდილი და მასზე როგორც კატეგორიები, ასევე ქვეკატეგორიებია მოცემული.
მართვის მოწმობაზე ასევე მინიშნებული იქნება ავტომობილის მართვის რამდენწლიანი სტაჟი გააჩნია მძღოლს. ახალი მართვის მოწმობის აღება მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან შეეძლება.
ამასთან, მოქალაქეებს მითითებული ვადის ამოწურვამდე ძველი მართვის მოწმობების გამოყენებაც შეეძლებათ.