ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამი დაშავებული ღუდუშაურის კლინიკაში გვიან ღამით მოათავსეს. Nნაწილი კი რკინიგზის საავადმყოფოსა და მცხეთის რაიონულ საავადმყოფოში.
ექიმების თქმით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და ისინი შესაბამს მკურნალობის კურსს გადიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებულ პაციენტებს დღის ბოლომდე გაწერენ.
შეგახსენებთ, რომ ბარისახოში სოფელ ხახმატთან მომხდარი ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა.