მცხეთის რაიონულ საავადმყოფოში სოფელ ხახმატთან მომხდარი ავარიის შედეგად მოთავსებულ ხუთი პაციენტებს დღეს გაწერენ.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კლინიკის მთავარმა ექიმმა ზაზა მეტრეველმა განაცხადა ,,ხუთივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ საავადმყოფოდან რამდენიმე საათში გავწერთ", _ განაცხადა მეტრეველმა.
შეგახსენებთ, რომ ბარისახოში სოფელ ხახმატთან მომხდარი ავარიის შედეგად მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა. შემთხვევის დროს 16 ადამიანი დაშავდა