აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა. ახალი სანქციები ეხება ენერგეტიკის, ქიმიური მრეწველობისა და საფინანსო სექტორებს.
ვაშინგტონი აცხადებს, რომ ეს არის მცდელობა შეაჩეროს ირანის ბირთვული პროგრამა.
იმავდროულად, აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებაში, ახალ სანქციებთან დაკავშირებით, აღნიშნულია რომ ვაშინგტონი კვლავაც შეეცდება იპოვოს პრობლემის დიპლომატიური გადაწყვეტა.
თეირანის განცხადებით, კი მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისაა.
მასალის გამოყენების პირობები