1-ლი თებერვალს ახალი დამოუკიდებელი სტატისტიკის სამსახური "საქსტატი" ამოქმედდება. "საქსტატი" ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის _ რეორგანიზაციის ხარჯზე შეიქმნა.
"სტატისტიკის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეორგანიზაციის დასრულებისთანავე პრეზიდენტის მიერ დაინიშნება საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და დამტკიცდება საქსტატის ახალი სტრუქტურა და დებულება. ასევე, კანონის შესაბამისად, უახლოეს ვადებში მოხდება საქსტატთან არსებული საბჭოს დაკომპლექტება.
"საქსტატის" ძირითადი პრინციპები იქნება კანონითYგანსაზღვრული ოფიციალური სტატისტიკის წარმოება და მის შედეგად მიგებული ინფორმაციის გავრცელება შემდეგი ძირითადი პრინციპებით: პროფესიული დამოუკიდებლობა, ობიექტურობა, სანდოობა, სტატისტიკის მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვა, ეფექტიანობა და სტატისტიკური ინფორამციის გავრცელება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.