ბარისახოში მოხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები მცხეთის საავადმყოფოში გადაჰყავთ. როგორც ჯი-ეიჩ-ენს მცხეთა-მთიანეთის სამაშველო სამსახურის უფროსმა გია აბუაშვილმა განუცხადა შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან მხარის რწმუნებული ცეზარ ჩოჩელი, დუშეთის გამგეობის წარმომაადგენლები , სამაშველო და სასწრაფოო დამხარების სამსახურები.
აბუაშვილის განცხადებით, ჯერ-ჯერობით იმაზე საუბარი თუ რა გახდა მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის მიზეზი შეუძლებელია და ამას გამოძიება დაადგენს.
თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მუხრიჭების გაადახურების შედეგად მძღოლმა დაღმართზე მიკროავსტობუსის დამორჩილება ვერ შეძლო.
აბუაშვილის თქმით, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება პირველადი დათვალიერებით არც ერთ მგზავრს არ აღენიშნება, თუმცა ორი ახალგაზრდა შედარებით მძიმედაა დაშავებულლი და ისინი უკვე გადაყვანილნი არიან მცხეთის რაიონულ საავადმყოფოში.
შეგახსენებთ, რომ ბარისახოში სოფელ ხახმატთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დუშეთის გამგებელმა ბესო შაღაშვილმა განაცხადა, მიკროავტობუსი შატილიდან თბილისისკენ მოემართებოდა.
"დაშავებულები მცხეთის საავადმყოფოში გადაგვყავს. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო და სასწრაფო დამხარების სამსახურების წარმომადგენლები. მიკროავტობუსში მყოფნი შატლში იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე და თბილისში ბრუნდებოდნენ. სულ ტრანსპორტში 16 ადამიანი მიყოფებოდა - 12 ახალგაზრდა 17-დან 20 წლამდე და 4 მშობელი", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბესო შაღაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები